ემბრიოსკოპი

წარმატებული პუნქციისა და კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ იწყება პაციენტისათვის ინვიტრო პროგრამის ყველაზე დახურული ეტაპი — ემბრიონების განვითარება ინკუბატორში. რა ხდება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, როგორ ვითარდებიან ემბრონები, ყველაფერი კარგად აქვთ? ეს კითხვები მომავალ მშობლებს ძალიან აწუხებთ.

ინვიტრო პროგრამების შედეგების მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტული ამოცანების სიაში შედის. სილკ მდიკალის ინვიტრო განყოფილებაში გამოიყენება უახლესი ინოვაციური მიდგომები რეპროდუქციის სფეროში. ემბრიონების კულტივაციისათვის გამოიყენება EmbryoScope – ბოლო თაობის ინკუბატორი, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მოდულით, კადრების თანამიმდევრული გადაღების სისტემით, რაც ემსახურება ჩასანერგი ებრიონების სწორად შერჩევას.

ემბრიოსკოპის ინვიტრო პროგრამებში გამოყენება საშუალებას იძლევა:
• მნიშვნელოვნად გაიზარდოს საუკეთსო ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის ალბათობა;
• გაიზარდოს წარმატებული იმპლანტაციის (მიმაგრების) შანსები;
• შემცირდეს ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის სიხშირე;

რაში მდგომარეობს ემბრიოსკოპის უპირატესობა ჩვეულებრივი ინკუბატორების წინაშე?
1. ემბრიოსკოპი აღჭურვილია მიკროსკოპითა და time-lapse ფუნქციის მქონე ვიდეოკამერით, ის აწარმოებს კადრების უწყვეტ გადაღებას, რაც მიმდინარეობს ინკუბატორში ემბრიონის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში. გადაღება საშუალებას იძლევა ხელთ გვქონდეს ემბრიონის მაღალხარისხოვანი გამოსახულებები. ემბრიოლოგი კი EmbryoViewer პროგრამის მეშვეობით მუდმივად აკვირდება ემბრიონების განვითარებას, გამოვლენს პათოლოგიებს და საშვილოსნოში გადასატანად არჩევს საუკეთესოს. ამავდროულად, არ არსებობს აუცილებლობა, რომ ემბრიონი შესაფასებლად ამოღებული იქნას ინკუბატორიდან, განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში ემბრიონი მოთავსებულია უსაფრთხო გარემოში.

მნიშვნელოვანია: time-lapse გადაღება სრულიად უსაფრთხოა ემბრიონებისათვის.

საინტერესოა: გადაღება მიმდინარეობს 10 წუთიანი ინტერვალებით და შედეგად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ვიდეოფილმი ემბრიონის განვითარების შესახებ განაყოფიერების პირველივე საათებიდან.

2. ემბრიოსკოპი აღჭურვილია პროგრამული უზრუნველყოფით ხელოვნური ინტელექტის, KIDScore ბაზაზე, რათა მოხდეს ემბრიონების შეფასება და შერჩევა. ეს პროცესი ეფუძნება მონაცემთა უმსხვილესი ბაზის ანალიზს ემბრიონების განვითარებისა და გადატანების შესახებ მესამე და მეხუთე დღეს. KIDScore აფასებს ემბრიონებს ქულების შკალით, რომელიც ასახავს თითოეული მათგანის ჩანერგვის პოტენციალს. KIDScore-ს მეშვეობით ემბრიოლოგი იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ემბრიონი უნდა იქნას გადატანილი. KIDScore-ის ანალოგი კადრების გადაღების სხვა სისტემაში არ არსებობს.

ვისთვისაა განსაკუთრებით საჭირო ემბრიოსკოპი?

ინვიტრო პროგრამებში ემბრიოსკოპის გამოყენება ნაჩვენებია:

• წყვილებისათვის 35 წლის ზემოთ;
• წყვილებისათვის რამდენიმე წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერებით;
• პირებისათვის ორსულობის არაერთი შეწყვეტით ადრეულ ვადებზე;
• პირებისათვის, რომელთაც სასქესო უჯრედების ხარისხი დაბალი აქვთ.

უსაფრთხოება, ეფექტურობა, ინდივიდუალური მიდგომა — სილკ მედიკალის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე აისრულოთ ოცნება ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით. კონსულტაციაზე თქვენ შეძლებთ გაიგოთ კიდევ ბევრი დეტალი ინვიტრო პროგრამის შესახებ ემბრიოსკოპის დახმარებით.

Պայմանավորվեք

time
Fill in your information and we will call you back shortly.
[cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
Doctor:






    By clicking the button, you agree to processing of personal data and agree to privacy policy

    Պայմանավորվեք

    time
    Fill in your information and we will call you back shortly.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    Select a direction
    Գաստրոէնտերոլոգ
    Գինեկոլոգ
    Գինեկոլոգ-Էնդոկրինոլոգ
    Էնդոկրինոլոգ
    Թերապևտ
    Կոսմետոլոգ
    Մանկաբարձ-գինեկոլոգ
    Մանկաբույժ
    Մաշկաբան-վեներոլոգ
    ՈՒՁՀ մասնագետ
    Ուրոլոգ
    Ուրոլոգ
    Ռեպրոդուկտոլոգ
    Սաղմնաբան






      By clicking the button, you agree to processing of personal data and agree to privacy policy

      Request a callback

      Fill in your information and we will call you back shortly.




        By clicking the button, you agree to processing of personal data and agree to privacy policy